სამხრეთ კორეის ახალი პრეზიდენტი კრიპტოვალუტის სექტორის მიმართ კეთილგანწყობილია

0
804

ცოტა ხნის წინ, სამხრეთ კორეაში ჩატარებულ არჩევნებში კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელმა იუნ სუკ-იოლიმ 1%-იანი სხვაობით მისი მთავრი მეტოქე, ლი ჯე-იუნი დაამარცხა.

კრიპტოვალუტამ წამყვანი როლი ითამაშა სამხრეთ კორეის წინასაარჩევნო კამპანიაში, რა დროსაც ორივე კანდიდატმა NFT-ი გამოუშვა.

იმის გათვალისწინებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მუნ ჯე-ინი საკმაოდ ხშირად ახორციელებდა კრიპტო სექტორზე ზეწოლას, კრიპტოვალუტისადმი კეთილგანწყობილმა კანდიდატებმა ახალგაზრდა ამომრჩეველის სიმპათია დაიმსახურეს.

ყოფილი პრეზიდენტი ბოლო პერიოდში მიხვდა, რომ კრიპტო პოლიტიკა ნაკლებად ხისტი უნდა ყოფილიყო. თუმცა უკვე გვიანი აღმოჩნდა.

იანვარში ციფრული ვალუტების ფორუმზე გამოსვლისას, ლი ჯე-იუნმა პირობა დადო, რომ სამხრეთ კორეის კრიპტო ინდუსტრია დარეგულირდებოდა.

მისი ერთ-ერთი საარჩევნი დაპირება იმ კრიპტო სტარტაპების დახმარება იყო, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარს ან მეტს შეადგენდა.

იქიდან გამომდინარე, რომ გამარჯვებული კანდიდატიც მხარს უჭერდა მსგავს ინიციტივებს კრიპტო ინდუსტრიის წინსვლა სამხრეთ კორეაში გარდაუვალი ჩანს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი