ჩინეთის Blockchain ქსელი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებთან ადაპტაციას გეგმავს

0
1167

ჩინეთის ეროვნული ტექნოლოგიური პროექტი, Blockchain სერვისული ქსელი (BSN), გეგმავს გლობალური ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტებთან ინტეგრაციის პილოტირებას. ამისთვის კი ჩინეთი ახალ Blockchain სისტემის აშენებაზე მუშაობს.

15 იანვრს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, BSN-ი ცდილობს შექმნას უნივერსალური ციფრული გადახდის ქსელი (UDPN), რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ქვეყნის სტაბილკოინებზე. ამჟამად პროექტის დიზაინი დამუშავების ეტაპზეა. საცდელი ვერსია კი 2021 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდება.

UDPN–ს საშუალებით, BSN-ი მიზნად ისახავს ციფრული ვალუტის გადარიცხვის სტანდარტიზებული მეთოდისა და გადახდის პროცედურის შექმნას. ახალი სისტემა აპირებს გააერთიანოს სისტემები, როგორიცაა საბანკო, სადაზღვევო, საწარმოს რესურსების დაგეგმვა და მობილური აპლიკაციები, რათა უზრუნველყოს გლობალური ტრანზაქციები.

BSN–მა ამ განცხადებით, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთი სერიოზულად უყურებს სტაბილკოინის შემდგომ განვითარებას.

“სტაბილკოინი მთლიანად შეცვლის ტრადიციული ვალუტის გადახდისა და მიმოქცევის ამჟამინდელ მეთოდებს, თანმიმდევრულად ააშენებს გადახდის სისტემების მდგრადობას და მნიშვნელოვნად გაზრდის საქონლის გლობალურ მიმოქცევას და სავალუტო ანგარიშსწორებას”,-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ, BSN-ი არის ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი Blockchain ინიციატივა, რომელმაც პირველად ფუნქციონირება 2019 წლის ბოლოს დაიწყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი