კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1646

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტების კურსი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

ბიტკოინი

ანალიტიკოსების თქმით, ბიტკოინს აქვს ფასის ზრდის შესაძლებლობა. თუკი კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 5.404 დოლარს მიაღწიოს. ამის შემდეგ კი მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის კურსმა 5.674-სა და 5.900 დოლარს შორის იმოძრაოს.

ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზი გაუქმდება, თუკი ბიტკოინის ფასი 4.914 დოლარის ზღვრამდე ჩამოვა. ასეთ დროს ტრეიდერებს 4.800 დოლარზე შეუძლიათ გრძელვადიანი პოზიციების დაკავება.

ეთერიუმი

ეთერიუმის ფასი 187 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. თუ ეთერიუმი ზრდის ტენდენციას აჩვენებს ფასი 220 დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ანალიტიკოსების პროგნოზი არ გამართლდა მოსალოდნელია, რომ ალტკოინის ფასი 167 დოლარის დონემდე დაეშვას. ამის შემდეგ კი ფასი 156 დოლარამდე კი შეიძლება ჩავიდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 150 დოლარზე შეწყვიტონ ვაჭრობა.

რიპლი

17 აპრილს რიპლის ფასი 0.33 დოლარს შეადგენდა. თუმცა ეს ფასი ვერ შენარჩუნდა. ანალიტიკოსები 0.33 დოლარზე ყიდვას რეკომენდირებენ, თუმცა რიპლის ფასი კვლავ ამ ნიშნულის დაბლა იმყოფება.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ალტკოინის კურსმა 0.28 დოლარზე დაიწიოს.

ბიტკოინ Cash-ი

ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ის კურსი 290 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ფასის ზრდის ტენდენციად მიიჩნევა მდგომარეობა, როცა ალტკოინის კურსი 332-დან 363 დოლარამდე იმერყევებს.

თუ ფასმა მოიმატა მოსალოდნელი დონე 363 დოლარის შემდეგ 451 დოლარი იქნება.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ამ ეტაპზე ლაიტკოინის ფასი 77 დოლარის ფარგლებში მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ ფასი მოიმატებს მოსალოდნელი დონე 84 დოლარი იქნება.

84 დოლარი არის ნიშნული, რა დროსაც ტრეიდერებს შეეძლებათ ვაჭრობის დაწყება.

თუმცა ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზი არ გამართლდება, თუკი კრიპტოვალუტის კურსი 74 დოლარზე ჩამოვა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი