27 იანვრიდან სამხრეთ კორეის კრიპტოვალუტის ბირჟა, Bithumb-ი მომხმარებლებს კერძო საფულეებში თავიანთი ციფრული ვალუტის გადატანის საშუალებას აღარ მისცემს.
ახლა მომხმარებლებს მხოლოდ საკუთარი პირადი საფულეების რეგისტრაცია შეუძლიათ. რეგისტრაციის პროცესის შესასრულებლად მომხმარებლებმა იდენტიფიკაციის დამატებითი საფეხურები უნდა გაიარონ.
გავრცლებული ინფორმაციის მიხედვით, ბირჟას პარტნიორ ბანკ Nonghyup-თან შეექმნა პრობლემა. საქმე ფულის საზღვარგარეთ გადარიცხვებს შეეხება. აღსანიშნავია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა საზღვრებს გარეთ თანხების გამგზავნისა და მიმღების ვინაობა უნდა იცოდნენ.
ბანკმა მტკიცედ მოითხოვა, რომ ბირჟამ დაბლოკოს ყველა პერსონალური საფულე, რომელსაც არ აქვს საკუთარი KYC სისტემა. ასეთ საფულეებს შორისაა MetaMask-ი და MyEtherWallet-ი.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სექტემბერში Bithumb-მა განაცხადა, რომ მათ სერვისებზე იმ უცხოელ მომხმარებლებს წვდომა აეკრძალებოდათ, რომლებიც Know Your Customer (KYC) გადამოწმებაზე უარს განაცხადებენ.
მომხმარებლები, რომლებიც სამხრეთ კორეის მოქალაქეები არ არიან და ამავდროულად Bithumb-ით სარგებლობენ, ექვემდებარებიან სავალდებულო მობილურ გადამოწმებას.
ამავდროულად, Bithumb–ის KYC–ის მოთხოვნა ქვეყნის გამკაცრებულ ფულის გათეთრების რეგულაციას შეესაბამება.