Reddit-ის მომხმარებლები ბიტკოინის ფასის კლების გამო იმედგაცრუებულები არიან

0
982

გასული კვირის ბოლოს კრიპტო სექტორის არაერთმა წარმომადგენელმა ფასის ვარდნასთან დაკავშირებით საკუთარი იმედგაცრუების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

Reddit-ის ერთმა მომხმარებელმა, სახელად imyourkingg-მა, რამდენიმე თვის წინ ქონების 30% ბიტკოინში ჩადო.

”მართალია, მე არ მჭირდება ეს ფული მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ზოგჯერ ბიტკოინის მომავალზე ძალიან ვწუხვარ. ვგულისხმობ იმას, რომ მან შეიძლება 100.000 და 200.000 დოლარს ვერასოდეს მიაღწიოს. ამასთანავე, სავსებით შესაძლებელია ბიტკოინი 55.000 დოლარზე აღმოჩნდეს. თუმცა, მე, მაინც ვიზარალებ”,- დაწერა მომხმარებელმა.

კრიპტოვალუტის დეცენტრალიზებული ბუნება გარკვეული თვალსაზრისით ფასის ხშირ მერყეობასაც გულისხმობს.

შედეგად მიღებული ბაზრის ცვლილება შესაძლოა, იყოს ექსტრემალური და მასთან შეგუება, იმ ადამიანებისათვის, ვისაც არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა ძალიან ძნელი იქნება. Reddit-ის კიდევ ერთმა მომხმარებელმა შეიძინა ბიტკოინი, როდესაც მისი ფასი 60.000 დოლარი იყო.

ბიტკოინის ფასმა 2022 წელი იმედგაცრუებებით დაიწყო. ციფრულმა ვალუტამ ბოლო 7 დღის განმავლობაში დაახლოებით 13%-ით დაიკლო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი