ისრაელის ხელისუფლებამ ჰამასთან დაკავშირებული კრიპტო ანგარიშები დაბლოკა

0
873

ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასთან კავშირში მყოფი 30 კრიპტოვალუტის საფულის ანგარიშები დაბლოკა. საფულეები 12 საერთაშორისო ბირჟიდან იქნა ამოღებული.

როგორც ცნობილი გახდა, საფულეები რეგისტრირებული იყო ალ-მუტაჰადუნზე, რომელზეც ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ ჰამასის ლიდერებს ათობით მილიონი დოლარის ღირებულების განაღდებაში ეხმარებოდა.

ჯერ არ არის ცნობილი თუ რა რაოდენობის ან სახეობის ციფრული ვალუტაა ჩამროთმეული. თუმცა ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული საფულეები დიდი ხნის განმავლობაში აფინანსებდნენ ტერორიზმს.

„ჩვენ ვაგრძელებთ თავალყურის დევნებას კომპანებზე, რომლებიც შესაძლოა აფინანსებენ ტერორიზმს”,- განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა.

საერთო დაძაბულობის ფონზე სამართალდამცავი ორგანოები და ბანკები მაგალითად, როგორიცაა BNY Mellon-ი, უფრო დაკვირვებით შეისწავლიან კრიპტო გადარიცხვების სისტემას, რათა გამოავლინონ ტრანზაქციები და კომპანიები, რომელიც ტერორიზმს ან სხვა სახის არაკანონიერ საქმიანობებს აფინანსებს.

ჰამასი კრიპტო შემოწირულობებს 2019 წლიდან იღებს, როდესაც ეკონომიკურმა სანქციებმა მკვეთრად შეზღუდა ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი