ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას იწყებს

0
1592

ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბანკი ფოკუსირებული იქნება Blockchain ტექნოლოგიის განვითარებზე.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალება BiaNews-ი აქვეყნებს.

ჩინეთის ინდუსტრიული და კომერციული ბანკი 1984 წელს დაარსდა. დღესდღეობით, ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკს 5000-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი და 530 მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

2017 წელს ბანკმა ყურადღება გაამახვილა “ინტელექტუალური საბანკო საქმიანობის” და “ფინანსური ტექნოლოგიების დარგში დაჩქარებული ტრანაქციების სისტემაზე.

ბანკის თავმჯდომარე Yi Huiman-ი აცხადებს, რომ ფინანსური ინსტიტუტები უფრო მეტად უნდა ინტერესდებოდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებით, როგორიცაა Blokchain-ი, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.

BiaNews-ის ცნობით, ბანკი “ჭკვიანი საბანკო საქმიანობისთვის” პროექტს ამუშავებს, რომელიც ხელს უწყობს ფინანსური ეკოსისტემის მომსახურების განვითარებას.

შეგახსენებთ, რომ, ცოტა ხნის წინ, შანხაის საფონდო ბირჟა და ჩინეთის სადაზღვევო აქტივების მენეჯმენტის ასოციაცია შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე, რომელიც სადაზღვევო და საპენსიო ინდუსტრიების გაუმჯობესებას გულისხმობს. პარტნიორები სისტემის გაუმჯობესებისთვის Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას აპირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი