14 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1604

ოთხშაბათს, 14 აგვისტოს კრიპტოვალუტის ბაზარი ნაკლებად სტაბილურად გამოიყურებოდა. მართალია, დღის მანძილზე ფასების მკვეთრი დაცემა არ დაფიქსირებულა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი 11.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 10.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

Coin360–ის მონაცემების მიხედვით, დღეს ბიტკოინის ფასი 7,2%-ით შემცირდა. ამჟამად, ბიტკოინის ფასის ნიშნული 10.200 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

ამ ეტაპზე ბიტკოინის საბაზრო წილი 68.4%-ს შეადგენს. ეს კი წინა დღის მონაცემებთან შედარებით ოდნავ შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება კაპიტალიზაციით ყველაზე მსხვილ ალტკოინს: ეთერიუმის კურსი დღის მანძილზე მხოლოდ 1.6%-ით შემცირდა. დაახლებით იმავე პროცენტული მაჩვენებლებით დაიკლო ლაიტკოინისა და რიპლის ფასებმაც,

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 14 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 268 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი