ამერიკის ბანკმა საკრედიტო ბარათით ბიტკოინის შეძენა აკრძალა

0
2059

საერთაშორისო ფინანსური კომპანიის JPMorgan Chase-ის კლიენტები თებერვლიდან ბიტკოინის შესაძენად საკრედიტო ბარათებს ვეღარ გამოიყენებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას “ბლუმბერგი” ავრცელებს.

ამერიკის ბანკიც იგივე პოზიციაზეა და თებერვლიდან ისიც აკრძალავს საკრედიტო ბარათებით კრიპტოვალუტის შეძენას. თუმცა, ამერიკის ბანკის აკრძალვა შეზღუდულია და არ იმოქმდებს იმ მომხმარებლებზე, რომლებსაც სურთ კრიპტოვალუტის ყიდვისას გამოიყენონ სადებატო ბარათი ან payment card-ი.

როგორც “ბლუმბერგი” იუწყება, ამერიკულმა ბანკმა ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ღონისძიებები განახორციელა. ასევე, ჰაკერების თავდასხმისგან პრევენციული ზომებიც მიიღო. პრევენცია ეხებოდა ქმედებას, როდესაც ჰაკერების მიერ საკრედიტო ბარათებიდან მოპარული ფული კრიპტოვალუტაში იცვლებოდა.

ბოლო კვირეების განმავლობაში, ბანკების უმრავლესობა აცხადებს, რომ კრიპტოტრანზაქციების რიცხვი გაზრდილია.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ფინანსურ კომპანიებში უფრო და უფრო მატულობს დისკუსია კრიპტოვალუტების შესახებ. ძირითადი განსახილველი საკითხია, თუ როგორ ზემოქმდებას ახდენს ციფრული ვალუტა კონკრეტულ ბიზნესა და ზოგადად ეკონომიკაზე.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტამ, განსაკუთრებით კი ბიტკოინმა, 2017 წელს მნიშვნელოვანი ძვრა განიცადა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მიუხედავად ახლანდელი ფასის ვარდნისა, ბიტკოინის ღირებულება 2018 წლის ბოლოს 50 000 დოლარი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი