Binance-მა და Tether-მა ჰამასის კრიპტო საფულეები გაყინეს

0
814

ისრაელმა, ფულადი წყაროს ჩაკეტვის მიზნით, ათობით კრიპტოვალუტის ანგარიშის დახურვის და მილიონობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის ჩამორთმევის ბრძანება გასცა.

Binance-ზე, 7 ოქტომბრის შემდეგ, 100-ზე მეტი ანგარიში დაიხურა. ისრაელის ხელისუფლებამ, ასევე გამოითხოვა ინფორმაცია 200-მდე კრიპტო ანგარიშის შესახებ, რომელთა უმეტესობაც, ასევე Binance-ზეა.

Binance-მა დაადასტურა, რომ ზაფხულის შემდეგ “დაბლოკა” ანგარიშების “მცირე რაოდენობა”. განცხადებაში, ასევე ხაზი გაუსვეს, რომ კომპანია სანქციების საერთაშორისო წესებს მიჰყვება.

მთავრობები და მარეგულირებლები აქამდეც საუბრობდნენ, რომ არსებობდა საფრთხე ტერორისტულ ორგანიზაციებს კრიპტო ბაზარი, რომელიც “მსუბუქად” რეგულირდება, ფულის მისაღებად და გადასარიცხად გამოეყენებინათ. ჰამასის ისრაელზე თავდასხმის და მათ მიერ კრიპტოს დახმარებით სახსრების მოზიდვის შემდეგ, ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

“ომის დროს, კრიპტოვალუტა არის მთავარი საფრთხე, რადგან, ამ დროს სხვა ალტერნატივა არ არსებობს. შეტევის დაწყების შემდეგ კრიპტოფონდების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.” – თქვა ტომ ალექსანდროვიჩმა, ისრაელის ეროვნული კიბერდაცვის აღმასრულებელმა დირექტორმა.

ორშაბათს Tether-მა, რომლის ციფრული ტოკენიც ფართოდ გამოიყენება კრიპტო ვაჭრობისთვის, განაცხადა, რომ გაყინა 32-მდე კრიპტო მისამართი, რომელიც დაკავშირებული იყო ტერორიზმთან და ომთან ისრაელსა და უკრაინაში. ჯამურად გაყინული ანგარიშები $873 000-ს შეადგენს თუმცა, არ დაუზუსტებიათ, როდის დაბლოკეს ეს ანგარიშები, ან როგორ იყო ეს თანხები განაწილებული ისრაელსა და უკრაინას შორის.

გასულ კვირას, რამდენიმე ორგანიზაცია, სოციალური მედიის საშუალებით, კრიპტოვალუტის შემოწირულებებს აგროვებდა პალესტინის დასახმარებლად. ისრაელის ინფორმაციით ეს ორგანიზაციები ჰამასთან არიან კავშირში. 7 ოქტომბრის შემდეგ, გამოვლენილია და გაყინულია დაახლოებით 150 ფონდი, რომელსაც სავარაუდოდ ჰამასი აკონტროლებს.

აშშ-ს ფინანსური მარეგულირებლები ამტკიცებენ, რომ Binance-ზე შენახული ფული წარსულშიც იყო ჰამასთან იყო დაკავშირებული. საქონლის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის სარჩელი ბირჟის წინააღმდეგ მარტშივე ამტკიცებდა, რომ Binance-ის მაღალჩინოსნებმა ინფორმაცია „ჰამასის ტრანზაქციებთან დაკავშირებით“ 2019 წელს მიიღეს.

სარჩელში ნათქვამია, რომ Binance-ის იმდროინდელმა თანამშრომელმა კოლეგებს უთხრა, რომ ტერორისტები ჩვეულებრივ აგზავნიან “მცირე თანხებს”, რადგან “დიდი თანხები ფულის გათეთრებას წარმოადგენს”, ნათქვამია სარჩელში. ასევე, ერთ-ერთი თანამშრომელი ხუმრობდა, რომ “ვიღაცას” “გაუჭირდება $600-ით AK-47-ის ყიდვა.” Binance-მა განაცხადა, რომ ბრალდების წინააღმდეგ სასამართლოში იბრძოლებენ.

”ვფიქრობ, მთავრობებმა უნდა გაამახვილონ ყურადღება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ვითარდება ტექნოლოგია. ტერორისტები ჭკვიანები არიან და ჩვენ მათ თვალი უნდა ვადევნოთ. “ – თქვა ალექსანდროვიჩმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი