კვლევა: ბიტკოინის მაინინგისთვის ახალი ენერგიის წყაროები გამოჩნდა

0
819

ბიტკოინის ელექტროენერგიის საკითხი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა. ახალი მონაცემებით, ბირთვული ენერგია და ბუნებრივი აირი ყველაზე სწრაფად მზარდი ენერგიის წყაროები გახდა.

კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრმა (CCAF) გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ბიტკოინის მაინინგისათვის ენრგიის მოხმარების ინდექსს (CBECI) ეძღვნებოდა.

კემბრიჯის მონაცემებით, წიაღისეული საწვავი, როგორიცაა ნახშირი და ბუნებრივი აირი, შეადგენდა ბიტკოინის მთლიანი ელექტროენერგიის მიქსის თითქმის ორ მესამედს 2022 წლის იანვრისთვის, რაც 62%-ზე მეტია.

ახალი კვლევა ვარაუდობს, რომ მხოლოდ ნახშირი შეადგენდა ბიტკოინის მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების თითქმის 37%-ს 2022 წლის დასაწყისისთვის, რაც გახდა ყველაზე დიდი ენერგიის წყარო მაინინგისთვის.

მდგრადი ენერგიის წყაროებს შორის ჰიდროენერგეტიკა აღმოჩნდა ყველაზე დიდი რესურსი, რომლის წილი დაახლოებით 15%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის მაინინგი მნიშვნელოვნად ეყრდნობა ნახშირსა და ჰიდროენერგიას, ამ ენერგიის წყაროების წილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იკლებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი