ანალიტიკოსები კრიპტოვალუტის ბაზარს აფასებენ

0
3311

ბოლო დროს, კრიპტოვალუტის ბაზარი მკვეთრად შემცირდა. ამასთან დაკავშირებით, კრიპტო-ექსპერტები საკუთარ აზრს გამოთქვამენ.

ThinkMarkets-ის ბაზრის მთავარი ანალიტიკოსი ნაემ ასლემი ჰაკერების მიერ თავდასხმას კრიპტოვალუტის სივრცის მკვეთრად უარყოფით ასპექტად აფასებს.

“ბირჟებზე არ იყენებენ მაღალტექნოლოგიურ უსაფრთხოების სისტემას, რათა დაიცვან მომხმარებლები. ჩნდება კითხვა, არის თუ არა რაიმე სახის შეზღუდვა ჰაკერებისთვის? ყოველი რამდენიმე თვის შემდეგ, ჩვენ ერთი და იმავე ფაქტებს ვხედავთ.

ეს არის მარეგულირებელის არასაკმარისი კონტროლის შედეგი. მარეგულირებელმა მომხმარებელთა დასაცავად გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. მარეგულირებელმა ბირჟები უნდა აიძულოს მაღალი დონის უსაფრთხოების სისტემა შეიმუშავონ და რეგულარულად განაახლონ”,- აცხადებს ნაემ ასლემი.

Qtum-ის მთავარ საინფორმაციო ოფიცერი მიგელ პალენსია კრიპტოვალუტის კურსის რყევას ასე ხსნის:

“ბიტკოინი, ისევე როგორც სხვა აქტივები და ტექნოლოგიები, გადის ციკლებს, რომლებიც გავლენას ახდენენ მისი გამოყენებაზე, რაც ხშირად დაკავშირებულია აქტივის ფასთან.

ის, რასაც აქ ვხედავთ, ის არის, რომ ციკლი დაჩქარებული იყო იმ სიტუაციებით, რომელთა გადაჭრაც მთლიანად დეცენტრალიზებულმა ოპერაციებმა შეძლო.

საბოლოოდ, როდესაც Blockchain-ის ეკოსისტემა მთლიანად დეცენტრალიზებული იქნება და ვერ გააკონტროლებს მსხვილი დაინტერესებული მხარე ნდობა ბაზრებზე მაღალი იქნება და ჩვენ ვნახავთ ბაზრებზე კვლავ აიწევს ფასი. მეორეს მხრივ, ბიტკოინის “ჭეშმარტი მორწმუნეები” არ დაუშვებენ, რომ კრიპტოვალუტის ფასი ნულოვან დონემდე დაეცეს.

ატლანტას ციფრული სავალუტო ფონდის CIO- ისა და Cointrader-ის დამფუძნებელი ალისტარ მაილნი მთელი წლის შეფასებას აკეთებს. ის ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინი გასული წლის დეკემბერში 20.000 დოლარი ღირდა ამ ეტაპზე, კრიპტოვალუტისთვის 6.000-ისა და 7.000-ის ფასის მაჩვენებელი მაინც კარგი შედეგია.

“ჩვენ ახლა კვლავ წონასწორობას ვეძებთ, სადაც მოთხოვნა აკმაყოფილებს მიწოდებას. მაკრო თვალსაზრისით, არასდროს ყოფილა უკეთესი, ამიტომ 2014-15 წლებთან შედარება უადგილოდ მიმაჩნია”.

ბევრი ვარაუდობს, რომ ბიტკოინმა ვარდნის უკიდურეს დონეს მიაღწია და კურსი მალე ზრდას დაიწყებს. მაილნი ფიქრობს, რომ ბიტკოინი გაიზრდება და ბევრად სტაბილური გახდება.

“მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, ეს იქნება ბევრად უფრო თანდათანობითი დაბრუნება, რომელიც ალბათ 2019 წლისთვის დაჩქარდება”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი