Binance-ი ფილიალს სამხრეთ კორეაში გახსნის

0
1395

მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Binance-ი სამხრეთ კორეაში გეგმავს ფილიალის გახსნას.

Binance-ის მთავარი ოფისი მალტაზე მდებარეობს. დღესდღეობით კი ბირჟა სამხრეთ კორეელ პარტნიორებთან მუშაობით ქვეყანაში თავის დამკვიდრებას ცდილობს.

აღნიშნული ინფორმაცია Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენგპენგ ზაომ გააჟღერა.

ამ ეტაპზე მედიით მხოლოდ ეს ინფორმაცია ვრცელდება. დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში Binance-ი აქტიურად განაგრძობს გაფართოებას. ჯერ კიდევ იანვარში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიპტობირჟა პლატფორმის გახსნას ჯერსის კუნძულზე აპირებდა.

მარტში კი ცნობილი გახდა, რომ Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი არგენტინაში კრიპტობირჟის დაარსებას განიხილავდა. აპრილში კი ჩენგპენგ ზაომ სამხრეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ Binance-ი ფილიალს სინგაპურში გახსნიდა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისში ჩენგპენგ ზაომ 8 ქვეყანაში დაანონსა კრიპტოვალუტის ბირჟის ფილიალების გახსნა .

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი