TMX Group Canada განვითარებას განაგრძობს

0
786

TMX Group-მა, კანადის საფონდო ბირჟის მთავარმა ოპერატორმა, განაცხადა თავისი პირველი კრიპტო ფიუჩერსული პროდუქტის გამოშვების შესახებ.

TMX Group-ის წარმომადგენელმა, ჯონ მაკენზიმ მედიას განუცხადა, რომ კომპანია ამ წლის ბოლოს პროდუქტის გამოშვებას მონრეალის ბირჟაზე გეგმავს.

ჯონ მაკენზის თქმით, კომპანია კრიპტოვალუტის ფასის არასტაბილურობის გამო სავაჭრო რისკების შემცირებაზე მუშაობს.

ცენტრალური ბანკების მხრიდან კრიპტოვალუტაზე საპროცენტო განკვეთის დაწესების მოლოდინში კურსმა უზარმაზარი ვარდნა განიცადა. ბოლო თვეების განმავლობაში ფასის ცვლილებები ინვესტორებს აფრთხობდა. შესაბამისად, ბაზარზე სახსრების შედინება შემცირებული იყო.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კომპანიამ ზარალის აღდგენის კუთხით პროგრესი განიცადა. ამასთანავე, ბიტკოინის ფასი 43.000 დოლარის ნიშნულს გადასცდა. თუმცა ეთერიუმის კურსი საგრძნობლად შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტის ინვესტიციები სულ უფრო პოპულარული ხდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია MicroStrategy-ის მხრიდან გაკეთებული ინვესტიცია, რა დროსაც კომპანიამ მთელი აქტივები კრიპტოვალუტაში გადაიტანა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი