მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ცენტრალური ბანკი საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებას გეგმავს

0
1601

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით ცენტრალური ბანკი მუშაობს ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხზე.

2019 წლის იანვრის ანგარიშში ნათქვამია, რომ 40 ცენტრალური ბანკის მასშტაბით კვლევითი პროექტები და Blockchain ტექნოლოგიის საპილოტე პროგრამები მიმდინარეობს. ასეთი ტიპის პროექტები კი მიზნად ისახავს ისეთი საკითხების გადაწყვეტას, როგორიცაა ფინანსური ჩართულობა და კიბერუსაფრთხოება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბანკების მიერ გამოცემული ციფრული ვალუტების გამოყენება მუშაობის ეფექტურობას საგრძნობლად გაზრდის.

მოხსენებებში ყურადღება გამახვილდა, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა გამოსადეგია ფულის გათეთრების საწინააღმდეგო ბრძოლაში, ასევე კორუფციასა და უკანონო საქმიანობის შემცირებაში.

“გარდა ამისა, ბანკის მიერ გამოცემულ ციფრულ ვალუტას პოტენციურად შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მომავალში, როდესაც ნაღდი ფულის გამოყენება მკვეთრად შემცირებული იქნება”,- ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ანგარიშში.

თუმცა მიუხედავად ამისა, მაგალითად იაპონიის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის გამოშვებას არ აპირებს. როგორც იაპონელი ანალიტიკოსები მიიჩნევენ, ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა მონეტარულ სისტემას ახალს არაფერს შესძენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი