იანვრის დასაწყისში “ბლუბერგმა” სტატია გამოაქვეყნა, სადაც ანონიმურ წყარობეზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ Bakkt-ი, კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა, გაფართოვებას აპირებდა.
როგორც ცნობილი გახდა, Bakkt-სა და VPC Impact Acquisition Holdings-ს შორის ურთერთანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო.
მართალია, Bakkt-ი დაინტერესებულია გაფართოვებით, მაგრამ ინფორმაცია ჯერ დადასტურებული არ არის. საქმე კი 2 მილიარდ დოლარს ეხება, რომელსაც კომპანიები გაერთიანების შედეგად გამოიმუშავებენ.
VPC არის სპეციალური დანიშნულების შემსყიდველი კომპანია, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული “ვიქტორი პარკ კაპიტალთან” – ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიის მიერ რეგისტრირებულ, ალტერნატიულ საინვესტიციო ფირმასთან.
VPC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონ მარტინმა აღწერა კომპანიის ძირითადი სტრატეგია, როგორც ციფრულ სექტორში ბიზნესის განვითარება.
შეგახსენებთ რომ, 2020 წლის მარტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ Starbucks-ის მობილური აპლიკაციით მომხმარებლებს “Bakkt Cash”-ით გადახდა შეეძლებოდათ.
კომპანიის პრეზიდენტმა, ადამ უაიტმა Twitter-ზე გადახდის ახალი საშუალების შესახებ დაწერა:
“ჩვენ ვამცირებთ ხარჯებს. გახსენით თქვენი @Starbucks პროგრამა და შეარჩიეთ @Bakkt-ი, რათა შეძლოთ დარეგისტრირება და მომსახურეობის მიღება”.