რუსეთის ბანკების ასოციაცია ციფრული რუბლის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

0
1060

რუსეთის ბანკების ასოციაცია შეშფოთებულია იმის გამო, რომ მარეგულირებლები ვერ აკონტროლებენ ქსელში ჩართული ციფრული რუბლის უკანონო გარიგებებს.

რამდენიმე ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტის აზრით, რუსეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა, შეიძლება შეიცავდეს უამრავ რისკს, რომელიც დაკავშირებულია კიბერ უსაფრთხოებასთან და თაღლითობასთან.

ამ საკითხებთან დაკავშირებით რუსეთის ბანკების ასოციაციამ ციფრული რუბლის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევაში მონაწილეობა მიიღო რუსეთში 17-მა საკრედიტო ინსტიტუტმა, რომელიც შიდა საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების 58%-ს შეადგენს. ანგარიშის თანახმად, ინსტიტუტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ციფრულ რუბლთან ასოცირებული რისკები მსგავსია უნაღდო ოპერაციებისა, რომლებიც უზრუნველყოფილია საბანკო ანგარიშებით და ბარათებით, აგრეთვე კრიპტოვალუტებით.

ანგარიშში გამოკვეთილია კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკებიც. კვლევაში აღინიშნა, რომ არსებობს პირადობის მოპარვის ან ციფრული რუბლის ქურდობის რისკები პირადი ანგარიშის გატეხვის ან საიდენტიფიკაციო შეცდომების გამოყენებით.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ციფრული და ტექნოლოგიური განვითარების საკითხში, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის რისკები იმდენად დიდია, რომ ქვეყანას დიდი დრო სჭირდება საკითხის შესასწავლად.

შეგახსენებთ რომ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა პირველი საკონსულტაციო ნაშრომი ციფრული რუბლის განვითარების შესახებ 2020 წლის 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი