Binance-ი საკუთარი ბანკის შექმნას ან შეძენას განიხილავს

0
1216

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Binance-ი საკუთარი ბანკის შექმნას ან შეძენას განიხილავს.

Binance-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ საკუთარი ბანკის შექმნა გლობალურ მარეგულირებელთან ურთიერთობას გაამარტივებს.

კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ საკუთარი ბანკის შექმნასა ან შეძენაზე უკვე გარკვეული დროა, რაზეც კრიპტობირჟის მმართველი საბჭო ფიქრობს.

ჩენგპენგ ზაომ აღნიშნა, რომ განიხილეს ბანკის შეძენის იდეები, მაგრამ Binance–ს ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა ჯერ არ აქვს.

”უამრავი ინიციატივა გაჩნდა ან დისკუსია მიმდინარეობს”,- აღნიშნა აღმასრულებელმა დირექტორმა და დასძინა, რომ Binance-ს რამდენიმე გუნდი ჰყავს, რომელიც სპეციალიზირებულია საბანკო საქმესთან დაკავშირებით. ჩენგპენგ ზაომ ისიც აღნიშნა, რომ მისი მონაწილეობა ამ დისკუსიებში შეზღუდულია.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრადიციულ ფინანსურ სისტემასა და კრიპტო ინდუსტრიას შორის ურთიერთობამ ბოლო წლების განმავლობაში დიდი ცვლილებები განიცადა.

”ორი წლის წინ არც ერთ ტრადიციულ ბანკს კრიპტოვალუტის ბირჟასთან მუშაობა არ სურდა. დღეს კი საკრედიტო ბარათების კომპანიები და მსხვილი გლობალური ბანკები ციფრულ ვალუტას აქტიურად იყენებენ”,- განაცხადა Binance– ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი