Dolce and Gabbana NFT-ის ქმნის

0
983

მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთმა ცნობილმა ბრემა Dolce and Gabbana–მ ექსკლუზიური NFT კოლექციის დაწყების შესახებ განაცხადა. კოლექცია UNXD– სთან თანამშრომლობით შეიქმნება.

UNXD-ი არის ციფრული ბაზარი, რომელიც “პოლიგონის” ქსელის საშუალებით მუშაობს და იმედოვნებს, რომ გახდება ციფრული ფუფუნებისა ექსკლუზიური ბაზარი.

აღსანიშნავია, რომ NFT-ის ფასი იმატებს მაშინაც კი, როდესაც ბიტკოინის ფასი 32000 დოლარზე დაბლა დაეცა. კოლექციაში პირველი კონცეფცია შთაგონებულია დიზაინერ დომენიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას სიზმრისეული ალუზიებით, რომლის სახელწოდებაა L’abito dei Sogni (კაბა სიზმრიდან).

ასევე ცნობილი გახდა, რომ მოდის ბრენდის სადებიუტო NFT კოლექციას დაერქმევა Collezione Genesi, ან Genesis Collection. Dolce and Gabbana აგვისტოს ბოლოს ვენეციაში დაგეგმილ შოუებზე მონაწილეობას მიიღებს.

Collezione Genesi-ს კოლექციაში NFT გამოცხადდება Alta Moda, Alta Sartoria და Alta Goilleria- ს ჩვენებამდე რამდენიმე კვირით ადრე და ყველა ექსკლუზიურად გაიყიდება UNXD-ის აუქციონზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი