ანალიტიკოსების პროგნოზი: ბიტკოინ Cash-ის კურსი შესაძლოა, 935 დოლარამდე გაიზარდოს

0
1926

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრიპტოვალუტების ფასები შემცირდა. გამონაკლისი არც რიპლი არის. უკანსკნელი 6 დღის მანძილზე რიპლიმ მოახერხა და 0.42 დოლარის ნიშნულს მიაღწია, თუმცა ფასი 0.37 დოლარზე მაინც დაეცა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ რიპლის კურსი კიდევ უფრო შემცირდება მოსალოდნელია, რომ ფასი 0.33 დოლარის ნიშნულზე დაფიქსირდეს.

ამ ეტაპზე, ექსპერტები ტრეიდერებს არანაირის სახის ვაჭრობას არ ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ის კურსი ამ ეტაპზე 649 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი 669 დოლარამდე გაიზარდოს.

თუკი კრიპტოვალუტამ ეს მაჩვენებელი ვერ მოიპოვა მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 619-დან და 657 დოლარს შორის იმერყეოს.

ბიტკოინ Cash-ის კურსის ზრდად მიიჩნევა ის პოზიცია, როდესაც კრიპტოვალუტის ფასის მაჩვენებელი 935 დოლარს მიაღწევს.

ანალიტიკოსები ტრაიდერებს ურჩევენ, რომ იქამდე არ განახორციელონ ვაჭრობა სანამ ფასის ზრდის ტენდენცია არ დაფიქსირდება.

რაც შეეხება ლაიტკოინს: კრიპტოვალუტის კურსი შემცირდა და ამ ეტაპზე 66 დოლარის დონეზე ფიქსირდება. ამჯერად, ლაიტკოინის სამიზნე ფასი 74 დოლარს შედგენს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვლუტამ ეს კურსი ვერ მოიპოვა მოსალოდნელია, რომ ფასი 57 დოლარამდე დაეცეს.

თუმცა, ამასთანავე, მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინმა კურსის ზრდა განაგრძოს და 91 დოლარის ნიშნულსაც კი მიაღწიოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ სანამ ფასის ზრდისკენ ნაბიჯები არ გადაიდგმება იქამდე არანაირი სახის ვაჭრობა არ განახორციელონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი