NFT საინვესტიციო გიგანტმა Animoca Brands-მა ავსტრალიური ციფრული მარკეტინგის სააგენტოს, Be Media-ს მნიშვნელოვანი წილი შეიძინა.
Be Media-ს აქვს მდებარეობები პერტში, მელბურნსა და სიდნეიში. Be Media 2013 წლიდან Web2 კომპანიებს რეკლამით და ციფრული სტრატეგიით უზრუნველყოფს.
ამ გარიგებაში Be Media-ს ვალდებულება ტოპ ავსტრალიურ ბრენდებთან პარტნიობის შესაძლებლობების მოძიებაა, რომლებიც Animoca-ს Blockchain-ზე ორიენტირებულ ინიციატივებთან იქნება დაკავშირებული.
ასეთი ინიციატივები მოიცავს NFT-ის და „ღია Metaverse“-ის გაშვებას.
„შეძენის შემდეგ გაფართოვებული მოქმედების შესაბამისად, Be Media-მ დაიწყო აგრესიული დაქირავების პროცესი Blockchain განვითარებისა და პროექტების მენეჯმენტის სფეროებში”,- ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ Be Media-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯორდან ფოგარტიმ პოზიცია კომპანიაში შეინარჩუნა.
მან განაცხადა, რომ მისი კომპანია მზად არის Blockchain ტექნოლოგიაში “ჩაძირვისთვის”. ფოგარტი მაქსიმალურად დაეხმარება ადგილობრივ კომპანიებს, რათა მათ Web3 სივრცეში ადაპტირება მოახერხონ.