სინგაპურის კიბერ უსაფრთხოების სააგენტომ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით მოხსენება გამოაქვეყნა

0
1200

სინგაპურის კიბერ უსაფრთხოების სააგენტომ მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს კრიპტო თაღლითობის რაოდენობა გაზრდილი იყო.

თავდასხმების უმეტესი ნაწილი მოგზაურობის, ტურიზმის, წარმოებისა და ლოჯისტიკური ინდუსტრიის სფეროებში დაფიქსირდა. სულ შემთხვევების რაოდენობა კი 47.500 შეადგენდა.

რაც შეეხება 2020 წელს: სინგაპურში COVID-19–ის პანდემიის ფონზე ციფრული ვალუტის არალეგალურად გამოყენების ფაქტებმა მოიმატა.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის პირველ მეოთხედში სინგაპურის კრიპტო სექტორმა რამდენიმე ათასი თაღლითობის ფაქტი დააფიქსირა.

სინგაპურში დაფიქსირებული თაღლითობის ყველაზე გახმაურებული შემთხვევა ქვეყნის ყოფილ პრემიერ მინისტრთან არის დაკავშირებული.

ყალბი ვებ-საიტი ყოფილი პრემიერ მინისტრის განცხადებას ავრცელებდა, რომელიც მომხმარებელს ბიტკოინში ინვესტიციის ჩადებისკენ მოუწოდებდა.

როგორც მარეგულირებელმა განაცხადა, ყოფილი პრემიერ მინისტრის სახელი გამოიყენეს იმისათვის, რომ ადამიანებს მინიმუმ 250 დოლარი სავაჭრო პლატფორმაზე ჩაერიცხათ. თაღლითურ პლატფორმას კი Bitcoin Loophole-ი ერქვა. პლატფორმა მომხმარებლისგან ასევე ითხოვდა საკრედიტო ბარათის ან საბანკო ანგარიშის დეტალებსაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი