სამხრეთ კორეის მარეგულირებელი 11 კრიპტოვალუტის ბირჟის დახურვას აპირებს

0
956

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ კორეის მარეგულირებელი 11 კრიპტოვალუტის ბირჟის დახურვას აპირებს.

ბირჟების დახურვის შესახებ ახალი ამბები გავრცელდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ბირჟამ ერთდროულად შეწყვიტა მუშაობა.

ქვეყნის მთავარი ფინანსური მარეგულირებელი, ფინანსური მომსახურების კომისია, თაღლითობის ბრალდების გამო, აპირებს, რომ დახუროს ადგილობრივი კრიპტოვალუტის ბირჟები.

მარეგულირებელი სამხრეთ კორეაში სულ მცირე 11 საშუალო ციფრული ვალუტის ბირჟის მუშაობას შეაჩერებს. The Korea Herald-ი ინდუსტრიის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბირჟების სახელები ჯერ არ არის გამჟღავნებული. წყაროები ამტკიცებდნენ, რომ აღნიშნული ციფრული ვალუტის ბირჟები ვერ მიიღებენ მარეგულირებლისგან მუშაობის ნებართვას.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელისუფლება გეგმავს უფრო მკაცრი რეგულაციების დანერგვას შედარებით მცირე მასშტაბის კრიპტოვალუტის ბირჟებზე.

შეგახსენებთ, რომ CPDAX-მა, რომელიც ასევე ადგილობრივი კრიპტო სავაჭრო კომპანიაა განაცხადა, რომ პირველი სექტემბრიდან საქმინობას შეაჩერებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი