ჩინური მედია: მაინინგი აღარ არის მომგებიანი საქმიანობა

0
1691

ჩინურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო დროს ბაზარზე აქტიურად იყიდება მაინინგისთვის საჭირო კომპიუტერული აღჭურვილობა.

მას შემდეგ, რაც კრიპტოვალუტების ფასი საგრძნობლად დაეცა მაინერებისთვის ეს საგანგაშო სიგნალი აღმოჩნდა და ტექნიკის გაყიდვა დაიწყეს.

წინა კვირას განსაკუთრებით ბიტკოინის კურსი შემცირდა. ციფრული ვალუტის ფასი 4.300 დოლარის ნიშნულამდე დაეცა.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, მაინერები ძირითადად ძველ მოდელებს ჰყიდიან, მათ შორის არის Antminer S7, Antminer T9. გამოცემა Tencent News-ი წერს, რომ მაინერობა აღარ არის ისეთი მომგებიანი საქმიანობა, როგორც ადრე იყო. გამოცემა ხაზს უსვამს იმას, რომ მოგება მაინინგისას დახარჯულ ელექტროენერგიის გადასახადსაც კი არ ჰყოფნის.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთი კრიპტოვალუტის მიმართ საკმაოდ მკაცრ პოზიციას დღემდე ინარჩუნებს. თავდაპირველად, აკრძალვა კრიპტოვალუტის ბირჟების დახურვით დაიწყო. თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ იაფი ელექტროენერგიის და ტექნიკის წარმოების გამო, ჩინეთი ერთ-ერთ მიმზიდველ ქვეყანად რჩებოდა მაინინგისთვის.

ამასთანავე, რამდენიმე თვის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ ჩინეთის ქალაქ ტიანინში პოლიციის კომფისკაციას დაექვემდებარა 600 კომპიუტერი. როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულ კომპიუტერებს კრიპტოვალუტის მაინინგისთვის იყენებდნენ.

ფაქტი მას შემდეგ გამოაშკარავდა, რაც დიდი რაოდენობის ელექტროენერგიის მოხმარებამ ადგილობრივი ეელექტროენერგეტიკის ქსელის ოპერატორის ყურადღება მიიქცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი