კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1242

კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ბაზარი მცირე რყევებს განიცდიდა.

ბიტკოინი

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, როგორც ბიტკოინის ფასის მატებას, ისე კლებას. იმ შემთხვევაში, თუ კურსი დაიკლებს ფასის სამიზნე ნიშნული 9.080 აშშ დოლარი იქნება. თუმცა კურსი თუ კიდევ ჩამოსცდება ამ ნიშნულს სავარაუდო დონე 7.451 დოლარი იქნება.

პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში კი მოსალოდნელია, რომ ფასი 13.973 აშშ დოლარამდე გაიზარდოს.

ამრიგად, ტრეიდერებს შეუძლიათ ამ დროს დაიწყონ ინვესტიციების განხორციელება. ექსპერტები ვაჭრობის შეწყვეტას კი 9.000 დოლარის დონეზე რეკომენდირებენ.

ეთერიუმი

ანალიტიკოსები ეთერიუმის კურსის ზრდას 235 დოლარზე ელოდებიან. თუმცა ისიც მოსალოდნელია, რომ ფასი დაეცეს და 150 დოლარის დონეზე აღმოჩნდეს.

ამჟამად, ექსპერტები ვაჭრობას არ რეკომენდირებენ. ისინი ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მომატებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ინვესტიციები.

რიპლი

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში რიპლიმ 0.25 დოლარის დონის შენარჩუნება მოახერხა. ეს უდავოდ დადებითი ნიშანია.

თუმცა ალტკოინის კურსის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ფასმა 0.22-სა და 0.24 დოლარს შორის იმოძრაოს. იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო დაიკლებს კურსი სავარაუდო ნიშნული 0.19 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები რიპლის ფასის მატებასაც არ გამორიცხავენ. თუმცა ამ ეტაპზე ტრეიდერებს ვაჭრობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ის კურსის ზრდას ანალიტიკოსები ნაკლებად ელოდებიან. ფასის კლების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსი 166 დოლარზე დაეცემა.

ამის შემდეგ კი, თუ კლების ტენდენცია გაგრძელდა მოსალოდნელი დონე 105 დოლარი იქნება.

ფასის ზრდის შემთხვევაში კი ალტკოინის კურსმა შესაძლოა, 350 დოლარის ნიშნულსაც მიაღწიოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას დაელოდონ და შემდეგ დაიწყონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ამჟამად, ლაიტკოინის კურსი 70 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს კურსი დიდი ხნით შენარჩუნდება.

თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ფასი დაიკლებს მომდევნო დონე 50 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი