ჩინეთში მაინინგის ოპერაციები ერთი დღით არ განხორციელდება

0
953

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთის იუნნანის პროვინციაში კრიპტოვალუტის მაინერებმა შეიძლება ერთი დღით გამოეთიშონ საქმიანობას, რადგან ჩინეთის კომუნისტური პარტია 100 წლის თავს აღნიშნავს.

მაინინგის ინფრასტრუქტურული კომპანიის Foundry Services-ის ვიცე-პრეზიდენტის, კევინ ჟანგის განცხადებით, იუნნანის ყველა მსხვილი ბიტკოინის მაინინგის მეურნეობა დღეიდან გათიშულია. მისი თქმით, მან პირადად იცოდა სამხრეთ-დასავლეთის რეგიონში მინიმუმ ორი კრიპტო ობიექტის შესახებ, რომლებმაც მიიღეს ბრძანება ელექტროენერგიის შემცირების შესახებ.

გათიშვები სავარაუდოდ გამოწვეულია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეიმებით. მას ყოველწლიურად პირველ ივლისს აღნიშნავენ.

100 წლის იუბილეს გამო, როგორც ჩანს, ხელისუფლებამ უფრო მკაცრი ზომები მიიღო, რათა თავდიან აიცილოს ჰაერის ჭარბი დაბინძურება.

როგორც ცნობილია, ჩინეთი დაბინძურებული ჰაერის ნიშნულით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ მსხვილი ინდუსტრიები, მათ შორის ქვანახშირის მოპოვება და ფოლადის წარმოება, ერთ კვირაში დაიხურება, რათა შეამცირონ “ურბანული ნისლი” და თავიდან აიცილონ მოსალოდნელი ავტოსაგზაო შემთხვევები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი