Wells Fargo Investment Institute-ი კლიენტებს კრიპტოვალუტას შესთავაზებს

0
1288

Wells Fargo Investment Institute-ი მომდევნო თვეში კრიპტო კლიენტების მოზიდვას დაიწყებს. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანია ციფრულ ვალუტას, როგორც საინვესტიციო პროდუქტს, კლიენტებს შესთავაზებს.

პრეზიდენტმა, დარენ კრონკმა კომპანიის პოზიციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის სივრცე მათთვის საბოლოოდ მისაღები გახდა.

Wells Fargo Wealth & Investment Management-ის კვლევითი განყოფილება, რომელიც 2 ტრილიონი დოლარის აქტივების ზედამხედველობას ახორციელებს, კრიპტოვალუტის საინვესტიციო პლატფორმის შეფასებისა და დაფინანსების პროცესშია.

პლატფორმის ამოქმედება, სავარაუდოდ, ივნისის შუა რიცხვებში უნდა განხორციელდეს, სათანადო განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ.

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ კრიპტოვალუტამ ევოლუცია განიცადა. ეს კი მას სიცოცხლისუნარიან აქტივად აქცევს”,- განაცხადა დარენ კრონკმა Business Insider-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში Wells Fargo Investment Institute-ი ერიდებოდა რაიმე ინტერესის გამოხატვას კრიპტოვალუტის მიმართ. თუმცა რეალური აქტივების სტრატეგიის ხელმძღვანელმა, ჯონ ლაფორჯმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ინსტიტუტს ციფრული ვალუტისადმი გარკვეული ინტერესი ჰქონდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი