მალაიზიამ კრიპტოვალუტის რეგულაცია-მომხმარებლის იდენტიფიცირება შემოიღო

0
1840

მალაიზიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა უკვე ცენტრალური ბანკის რეგულაციას ემორჩილება, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიცირებას გულისხმობს. რეგულაცია ფულის გათეთრების წინააღმდეგ არის მიმართული.

Bank Negara Malaysia-ს ოფიციალურ პრესრელიზში ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის ტრადიციულ ვალუტაში გადაცვლა და ტრადიციული ვალუტით ციფრული ვალუტის ყიდვა, ასევე ერთი კრიპტოვალუტის მეორე კრიპტოვალუტაში გადაცვლისას მომხმარებელთა ვინაობა დადასტურებული და ცნობილი უნდა იყოს.

“ციფრული ვალუტის არსებობა, როგორც ზოგიერთი პროგნოზირებს ფინანსური სექტორის ახალი ეპოქის დასაწყისია. როგორც ხელისუფლება, ჩვენ არ შეგვიძლია გვერდი ავუაროთ ამ მოვლენებს”, – განაცხადა Bank Negara Malaysia-ს მმართველმა.

რეგულაციას, რა თქმა უნდა საკანონმდებლო სახე აქვს, რომლის თანახმად, საჭიროა:

ა) სრული სახელი;

ბ) მომხმარებელის ფოტოსურათის მქონე ოფიციალური დოკუმენტის წარდგენა. ეროვნული სარეგისტრაციო პირადობის მოწმობის ნომერი ან პასპორტის ნომერი;

(გ) საცხოვრებელი და საფოსტო მისამართი;

(დ) დაბადების თარიღი;

(ე) მოქალაქეობა;

(ვ) ტრანზაქციის მიზანი.

როგორც რეგულაციის მომხრეები აცხადებენ, გასულ წელს შექმნილი იაპონიის კრიპტოვალუტით ვაჭრობის ლიცენზირების პროგრამა აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ციფრული ვალუტით გაცილებით მეტ ადამიანს ესარგებლა.

შეგახსნებთ, რომ მეზობელი სამხრეთ კორეა ასევე ითვალისწინებს ვაჭრობის ლიცენზირების სქემას, რომლის თანახმადაც, ყველა მომხმარებელი ვალდებულია საკუთარი ანგარიშის იდენტიფიცირება საბანკო ანგარიშით მოახდინოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი