პერუ სტაბილკოინის პროექტში რამდენიმე ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან ითანამშრომლებს

0
953

პერუ ინდოეთის, ჰონ-კონგისა და სინგაპურის ცენტრალურ ბანკებთან სტაბილკოინის პროექტთან დაკავშირებით ითანამშრომლებს.

პერუს ცენტრალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა, ჯულიო ველარდემ განაცხადა, რომ პერუ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის შექმნის საერთაშორისო პროექტში ჩაერთვება.

„ვფიქრობ, გადახდის სისტემა, რომელიც ჩვენ გვექნება რვა წლის შემდეგ მსოფლიოში, სრულიად განსხვავებული იქნება ამჟამინდელისგან. უშუალოდ ფინანსური სისტემაც კი, ალბათ, საკმაოდ განსხვავებული იქნება”,- განაცხადა ჯულიო ველარდემ.

მან აღნიშნა, რომ პერუ პარტნიორობას გაუწევს იმ ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს, რომლებიც უფრო მოწინავეა სტაბილკოინების განვითარებაში, მათ შორისაა ინდოეთი, სინგაპური და ჰონგ-კონგი.

”ჩვენ არ ვიქნებით პირველები, რადგან არ გვაქვს რესურსი, რომ ვიყოთ პირველები და გავუმკლავდეთ ამ რისკებს, მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ სიახლეების მიღმა აღმოვჩნდეთ”,- განაცხადა პერუს ცენტრალური სარეზერვო ბანკის პრეზიდენტმა.

ატლანტიკური საბჭოს მონაცემებით, 87 ქვეყანა სტაბილკოინს იკვლევს. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელთან შედარებით საგრძნობი მატებაა, რადგან მაშინ აღნიშნული საკითხით მხოლოდ 35 ქვეყანა იყო დაინტერესებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი