7 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1788

სამშაბათს, 7 მაისს, გუშინდელი დანაკარგების შემდეგ კრიპტოვალუტის ბაზარმა ზრდა დაიწყო.

გუშინ ბიტკოინის ფასი 6.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. 5.700 დოლარის ბარიერის შემდეგ ბიტკოინის ფასი 4.4%-ით გაიზარდა. კრიპტოვალუტამ მოახერხა და 5.947 დოლარზე დაფიქსირდა.

ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიციაა, რადგან ბიტკოინმა 5.900 დოლარის ზღვარი გადალახა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგება აქვს, რომელიც 12.7%-ს შეადგენს.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ბაზარზე დომინირება კი 55.8%-ია.

რაც შეეხება ეთერიუმის: ეთერიუმის ფასი კვლავ 180-სა და 175 დოლარს შორის მერყეობდა. გუშინ ალტკოინის ფასი 177 დოლარს შეადგენდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი კრიპტოვალუტის კურსი 8.3%-ით გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასის ზრდის მაჩვენებელი 12%-ია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 7 მაისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 188 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი