ჯონ მაკაფი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს

0
1203

პროგრამისტი და ტექ.-ანალიტიკოსი ჯონ მაკაფი აცხადებს, რომ საკუთარი კრიპტოვალუტის გამოშვებაზე მუშაობს.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ციფრული ვალუტის სახელწოდება Ghost-ი იქნება.

აღნიშნული ინფორმაცია ჯონ მაკაფიმ საკუთარ “ტვიტერის” გვერდზე გამოაქვეყნა. სტატუსიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ Ghost–ი Proof-of-Stake ალგორითმზე იქნება დაფუძნებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ჯონ მაკაფიმ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში გაავრცელა.

ტექ.-ანალიტიკოსმა მაშინაც “ტვიტერზე” დაწერა, რომ კრიპტოვალუტის შექმნას აპირებდა. ჯონ მაკაფი იმასაც აცხადებდა, რომ კრიპტოვალუტა განსხვავებული იქნებოდა სხვა ციფრული ვალუტებისგან და ასევე ხელმისაწვდომი იქნებოდა ნებისმიერი მომხმარებლისთვის.

ანალიტიკოსის Twitter-ის პოსტის მიხედვით, “McAfee Freedom Coin”-ი უნდა შექმნილიყო. 2019 წლის ზაფხულში ისიც გახდა ცნობილი, რომ ციფრული ვალუტა 2019 წლის შემოდგომაზე გამოვიდოდა. თუმცა, როგორც ჩანს, კრიპტოვალუტის გამოშვების პროცესი ერთი წლით გაჭიანურდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონ მაკაფი ამერიკის შეერთებული შტატების წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიაში მონაწილე პირებს ციფრული ვალუტის გამოყენებისკენ მოუწოდებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი