Binance-ზე ჰაკერების თავდასხმა განხორციელდა

0
1795

უმსხვილესი კრიპტობირჟის Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჩენგპენგ ზაომ Twitter-ზე დაწერა, რომ ბირჟა ჰაკერების თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

ამ ეტაპისთვის, როგორც ცნობილია, ბირჟიდან დაახლოებით 40.7 მილიონი დოლარია მოპარული. ბირჟაზე თავდასხმის დროს უსაფრთხოების დარღვევის შესახებ სისტემამ მაშინვე მიიღო ინფორმაცია, თუმცა ჰაკერებმა 7.000 ბიტკონის მოპარვა მაინც მოახერხეს.

დღევანდელ დღეს მოპარული კრიპტოვალუტების შესახებ ინფორმაცია დაზუსტდა და დადგინდა, რო 7.070 ბიტკოინია მოპარული. ინციდენტის შემდგომ პერიოდში Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ სისტემა უკვე აღდგენაზეა პროგრამირებული.

უშუალოდ ბირჟა აქტიურ მუშაობას კი კვირის ბოლოს დაიწყებს, მას შემდეგ, რაც სისტემა სრულად განახლდება.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდიის კრიპტოვალუტის ბირჟა Cryptopia 2019 წელს პირველი იყო, რომელიც ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბირჟიდან ჰაკერებმა 3.6 მილიონი დოლარი მოიპარეს.

პრეს-რელიზიდან ასევე გაირკვა, რომ საქმეზე პოლიციის მაღალტექნოლოგიურ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების სპეციალისტებიც მუშაობდნენ.

Cryptopia-მ სრულფასოვანი მუშაობა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ განაახლა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი