გერმანიის მთავრობა Blockchain-თან დაკავშირებით კონსულტაციებს გადის

0
2031

გერმანიის მთავრობა სხვადასხვა კომპანიასა და ინდუსტრიულ ჯგუფთან კონსტულტაციებს გადის, რათა ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგია კიდევ უფრო განვითარდეს.

ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანიები და ჯგუფები ამ კვირაში რეკომენდაციების გაცემას გეგმავენ. “როიტერი” ასევე იტყობინება, რომ ამ ეტაპზე უცნობია ეს რეკომენდაციები მოიცავს თუ არა მარეგულირებელ წესებს.

ამ ეტაპზე რეგულაციასთან დაკავშირებით კი გერმანიის სამთავრობო უწყებებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.

სტატიის თანახმად, კონსულტაციებში დაახლოებით 170 Blockchain კომპანია და სტარტაპია ჩართული. კონსულტაციაში მონაწილე მხარეების საერთო აზრია, რომ მარეგულირებელი სტრუქტურის შემუშავება აუცილებლად მოსაგვარებელი საკითხია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გერმანიის მეზობელმა სახელმწიფომ, ლუქსემბურგმა Blockchain ტექნოლოგიის შესახებ ახალი კანონი მიიღო.

“მიღებულმა კანონმა ხელი უნდა შეუწყოს ტექნოლოგიის ფინანსურ მომსახურებაში გამოყენებას”,-ნათქვამია პარლამენტის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ახალი კანონი მიზნად ისახავს ფინანსური ბაზრის მონაწილეების საქმიანობისთვის მეტი გამჭვირვალობის მინიჭებას, რაც მხოლოდ შესაძლებელია Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი