3AC-ის ლიკვიდატორებმა სთხოვეს შეერთებული შტატების სასამართლოს, მიეცა ნებართვა, დაეკითხათ კრიპტო ჰეჯ-ფონდის დამფუძნებლები ალტერნატიული საშუალებებით.
ამ დრომდე უცნობია Three Arrows Capital-ის დამფუძნებლების სუ ჟუ და კაილ დევისის ადგილსამყოფელი ზოგიერთი მათგანი მათ გაქცევაში ადანაშაულებს.
14 ოქტომბერს ნიუ-იორკის გაკოტრების სასამართლოს სამხრეთ ოლქში შეტანილი სასამართლო შუამდგომლობით, საკონსულტაციო ფირმა Teneo-მ განაცხადა, რომ ზემოაღნიშნულ ორ პიროვნებასთან დაკავშირების სტანდარტული მეთოდები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან დამფუძნებლების ადგილსამყოფელი უცნობია.
დამფუძნებლების წარმომადგენელმა სინგაპურელმა ადვოკატმა უარი განაცხადა მათი სახელით გამოძახების მიღებაზე და განაცხადა, რომ მათთვის რაიმე სახის თანამშრომლობა არავის შეუთვაზებია.
ამის შემდეგ, ლიკვიდატორებმა სასამართლოს ალტერნატიული საშუალებების გამოყენების უფლება სთხოვეს, რაც ბრალდებულებთან სხვადასხვა სოციალური ქსელის გამოყენებით დაკავშირებას გულისხმობს.
“ბლუმბერგის” განცხადების თანახმად, სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია (CFTC) და ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია (SEC) ჰეჯფონდის დამფუძნებლებს ინვესტორების განზრახ შეცდომაში შეყვანაში სდებს ბრალს.