ანალიტიკოსების პროგნოზი: ბიტკოინის კურსი ზრდის შემთხვევაში 8.400 დოლარი გახდება

0
2769

ბიტკოინის კურსი შემცირდა. კრიპტოვალუტა 8.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. ბიტკოინის კურსთან დაკავშირებით არსებობს 7.750 დოლარის ზღვარი. თუკი კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩვენა მაშინ, მოსალდნელი კურსი ჯერ 7.200, ხოლო შემდეგ 6.800 დოლარი გახდეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ 7.400 დოლარის დონე ხანგრძლივად შეინარჩუნონ.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ კრიპტოვალუტა გადალახავს 7.750 დოლარის ზღვარს ბიტკოინის მოსალოდნელი კურსი 8.400 დოლარი იქნება.

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმიც განიცდის კურსის შემცირებას. 30 ივლისს კრიპტოვალუტა 404 დოლარის დონეზე დაეცა. იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმმა ფასის მომატება ვერ მოახერხა მაშინ შესაძლოა, კურსი 358 დოლარის ნიშნულამდე დაეცეს.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ეთერიუმის გრძელვადიანი პოზიცია 400 დოლარის ფარგლებში შეინარჩუნონ.

რაც შეეხება ლაიტკოინს: კრიპტოვალუტის კურსი 74-სა და 91 დოლარს შორის კვლავ განაგრძობს მოძრაობას. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ლაიტკოინს აქვს იმის შანსი, რომ 91 დოლარის ნიშნული თუნდაც მცირე ხნით შეინარჩუნოს. კრიპტოვალუტის ფასის კლების ტენდენცია არცთუ ისე სახარბიელოა, რადგან ამ დროს ლაიტკოინის კურსი შესაძლოა, 57 დოლარის ფარგლებშიც კი აღმოჩნდეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ იქამდე არ განახორიციელონ ვაჭრობა, სანამ ფასის ცვლილებას და ოდნავ გამყარებას არ შენიშნავენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი