Bakkt-ი Google Pay–სთან თანამშრომლობს

    მომხმარებლებს, რომლებსაც აქვთ სადებეტო ბარათები, რომლებიც გაცემულია კრიპტოვალუტის ბირჟაზე – Bakkt-ი, შეეძლებათ თავიანთი კრიპტო ბალანსის კონვერტირება Google Pay–ის გამოყენებით მოახდინონ.

    გამოქვეყნებულ განცხადებაში ბირჟამ აღნიშნა, რომ ის თანამშრომლობს Google-თან, რათა მისმა მომხმარებლებმა შეძლონ საქონლისა და მომსახურების შეძენა ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების გამოყენებით Google Pay საფულისა და გადახდის სისტემის საშუალებით.

    გარდა ამისა, Bakkt-ი გეგმავს, შექმნას ახალი ანალიტიკური და გეოლოკაციური ფუნქცია თავის პლატფორმაზე Google Cloud ინსტრუმენტების გამოყენებით.

    ”ეს პარტნიორობა არის ციფრული ვალუტის ბაზარზე Bakkt-ის ძლიერი პოზიციის მტკიცებულება. მომხმარებლებმა უნდა შეძლონ თავიანთი კრიპტოვალუტებით რეალურ დროში სარგებლობა, უსაფრთხოდ და საიმედოდ”,- განაცხადა Bakkt–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გევინ მაიკლმა.

    Google-ის თანახმად, Bakkt-ი მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გადაიხადონ კრიპტოვალუტით სუპერმარკეტებში, აფთიაქებში, რესტორნებში, ტანსაცმლის მაღაზიებში, ბენზინგასამართ სადგურებსა და ესთეტიკის ცენტრებში.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *