Walmart-ი კრიპტოვალუტის მიმართ კეთილგანწყობილია

0
873

Yahoo Finance All Markets Summit-ზე გამოსვლისას Walmart-ის გლობალურმა მთავარმა ტექნოლოგიების ოფიცერმა სურეშ კუმარმა, ციფრული კრიპტო ანგარიშსწორების მიმართ Walmart-ის დადებითი პოზიცია გამოხატა.

მან აღნიშნა, რომ კრიპტო გახდება მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, თუ როგორ ახორციელებენ კლიენტები ტრანზაქციას როგორც ფიზიკურ, ასევე ვირტუალურ საქონელზე.

აღსანიშნავია, რომ Walmart-ის მაღაზიათა ქსელი სექტემბრის ბოლოს Robox Metaverse ქსელში ჩაერთო.

შესაბამისად, კუმარმა გამოსვლაზე ყველა შესაძლო ვარიანტი განიხილა, სადაც მოხმარებლებს კრიპტოვალუტით ანგარიშსწორება შეეძლებათ, იქნება ეს ფიზიკური თუ ვირტუალური ქსელები.

მეტავერსში Walmart-ის ქსელი ჯერ კიდევ სატესტო ვერსიას გადის. იქ მომხარებლებს სხვადასხვა თამაშების მოსინჯვა, დიჯეის ფუნქციების შეთავსება და ვორტუალირი პროდუქტის, სახელწოდებით “verch”, შეძენა შეუძლიათ, ეს უკანასკნელი კი სხვა რაფერია თუ არა მომხმარებლების ავატარები.

NFT-ი და კრიპტო ამ ეტაპზე არ არის ინტეგრირებული Roblox მეტავერსიასთან. თუმცა, Walmart-მა აღნიშნა, რომ პირველივე შესაძლებლობისას ისინი მათ გამოიყენებენ საკუთარი მომხმარებლებისათვის მრავალფეროვანი სერვისების მისაწოდებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი