ტაილანდის ერთ-ერთი მსხვილი ბანკი რიპლის გადარიცხვის სერვისს გამოიყენებს

0
1353

რიპლის ციფრული ფულადი გზავნილების სერვისი Azimo Siam Commercial Bank-თან პარტნიორობას იწყებს. ტაილანდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბანკი მზად არის გადარიცხვისთვის რიპლის გლობალური გადახდების ქსელის, RippleNet-ი გამოიყენოს.

გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პარტნიორობა მიზნად ისახავს ძვირადღირებული და არასაიმედო გლობალური გადახდების გამოწვევების გადაჭრას. კომპანიაში აცხადებენ, რომ პლატფორმის საშუალებით, ევროპიდან ტაილანდში გადარიცხვების მიღებას ერთ წუთზე ნაკლებ დრო დასჭირდება.

როგორც ცნობილია, ფულად გზავნილებს ევროპასა და ტაილანდს შორის ხშირად ერთზე მეტი სამუშაო დღე სჭირდება.

Azimo-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე, მაიკლ კენტი აცხადებს, რომ მრავალი ქვეყანა ამ ტიპის გადახდის ფორმას იყენებს.

”ახლახანს ტაილანდმა დაიწყო რიპლის ქსელის გამოყენება. უმსხვილეს ბანკთან ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს 24 საათში შესასრულებელი გადარიცხვა რამდენიმე წუთში შევასრულოთ”,- აღნიშნა მაიკლ კენტიმ.

შეგახსენებთ, რომ რიპლის აღმასრულებელი დირექტორმა, ბრედ გერლაინგჰაუსმა მედიასთან საუბრის დრის განაცხადა, რომ უმსხვილეს ბანკებს აქვთ მნიშვნელოვანი მიზეზები, რათა კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყონ.

ინტერვიუს დროს, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რიპლის მიდგომა ფინანსურ ინსტიტუტებთან და მარეგულირებლებთან სრულად ჯდება სამართლებრივ ჩარჩოებში. აღმასრულებელმა დირექტორმა ისიც განაცხადა, რომ რიპლი მარეგულირებელ სისტემასთან ერთად მუშაობს და არა, მის წინააღმდეგ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი