ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტოვალუტაზე რეგულაციის შემოღებას გეგმავს

0
1654

ჰონგ-კონგის ფასიანი ქაღალდების კომისია კრიპტოვალუტაზე რეგულაციის დაწესებას გეგმვას. აღნიშნულის მიზეზი ინვესტორების დაცვაა.

ამის შესახებ მარეგულირებელმა ჰონგ-კონგის ინგლისურენოვან ადგილობრივ გაზეთს განუცხადა.

კომისიის თავმჯდომარე კარლსონ ტონგ კა-შაინგმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ მარეგულირებელი კრიპტოვალუტის აკრძალვის საკითხს არ განიხილვას, როგორც ეს კონტინენტურმა ჩინეთის შემთხვევაში მოხდა. მან იქვე დასძინა, რომ ჰონგ-კონგის მარეგულირებელი ორგანო არ ფიქრობს, რომ ციფრული ვალუტების ვაჭრობის აკრძალვა სწორი მიდგომაა.

“დღევანდელ ინტერნეტ სამყაროში ეს არ იმუშავებს, როდესაც ვაჭრობას საზღვრების გადალახვა შეუძლია. მაშინაც კი, თუ ჩვენ კრიპტოვალუტებს ავკრძალავთ, ვაჭრობა მარტივად შეიძლება პლატფორმების საშუალებით საზღვარგარეთის ბაზრებზე განხორციელდეს”,- განაცხადა ფასიანი ქაღალდების კომისიის თავმჯდომარემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ იურიდიული სტრუქტურა კრიპტობირჟების დარეგულირებისთვის აუცილებელია. კომისია აპირებს სწორი მიდგომა ჰქონდეს საკითხისადმი, რადგან ასეთი პლატფორმები “ახალი ტექნოლოგიებია” და შესაბამისად, ციფრული ვალუტა ვერ განიხილება, როგორც ფასიანი ქაღალდი.

“ჩვენ უნდა მოვიფიქროთ, თუ როგორ შეიძლება ამ პლატფორმებზე რეგულირების სტანდარტი დავაწესოთ, რომელიც შეესაბამება ლიცენზირებული სავაჭრო ობიექტის სტატუსს და ამავე დროს უზრუნველყოფს ინვესტორების ინტერესის დაცვას”,- განაცხადა კარლსონ ტონგ კა-შაინგმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰონგ-კონგის ბაზარზე არსებული კრიპტობირჟები მიესალმებიან ამ ნაბიჯს. მაგალითად, BitMEX-ის წარმომადგენელმა ანჯელინა კევანმა მედიას განუცხადა, რომ მარეგულირებელი ორგანო ინდუსტრიას განვითარებაში ეხმარება. ხოლო, Circle-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ელაიერმა აღნიშნა, რომ კომპანია რეგულაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მთავრობასთან აქტიურად იმუშავებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი