Real Vision-ის დამფუძნებელი: 2025 წელს ბიტკოინის ფასი მილიონ დოლარს მიაღწევს

0
1416

Real Vision-ის დამფუძნებლის აზრით, ბიტკოინის კურსი 2025 წლისთვის ერთი მილიონი დოლარი იქნება.

გასულ კვირას Stansberry Research–თან ინტერვიუს დროს რაულ პალმა აღნიშნა, რომ 5-6 წლის პროგნოზით, ბიტკოინის სამიზნე ნიშნული 1.000.000 დოლარია.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს რომ, რაულ პალი ბიტკოინის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ანალიტიკოსია.

Tron–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯასტინ სანის პროგნოზით კი, ბიტკოინი კურსი 2025 წელს 100.000 დოლარის ზღვარს გადალახავს. ეს განცხადება მან CNN–ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააჟღერა.

აღსანიშნავია რომ, ივლისში ლიხტენშტეინის კრიპტო კვლევითმა ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მოსალოდნელია ბიტკოინის კურსის მკვეთრი მატება.

მკვლევართა ჯგუფის თქმით, ციფრული ვალუტების მკვეთრად გაზრდილი ფასი 2025 წლისთვის არის მოსალოდნელი. თუმცა ანგარიში რაულ პალის პროგნოზს არ ემთხვევა.

კვლევითი ჯგუფის ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ უახლოეს ათ წელიწადში ბიტკოინის ფასი შესაძლოა, 400.000 დოლარს მიუახლოვდეს.

კვლევის მიხედვით, ანალიტიკოსები ბიტკოინის კურსის მატებასთან ერთად, ეთერიუმის, ლაიტკოინის, ბიტკოინ Cash-ისა და Stellar-ის ფასის მატებასაც ელოდებიან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი