ციფრული იუანის შექმნაზე კვლავ მსჯელობა მიმდინარეობს

0
1160

ჩინეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ციფრული იუანი ტრადიციული ფულადი სახსრების საბოლოოდ შეცვლას მოახერხებს.

ზოგადად ციფრული იუანის საკითხი კორონავირუსის პანდემიის ფონზე უფრო გააქტიურდა.

ამჟამად ცენტრალური ბანკის ციფრული იუანი სატესტო ფაზაშია.

”შეიძლება თუ არა ციფრული იუანი გახდეს ვალუტის დომინანტური ფორმა და ძირითადი თანხის გადახდის საშუალება: ეს დამოკიდებულია იმაზე, აქვს თუ არა მას უფრო მეტი ეფექტურობა, გარიგების დაბალი ღირებულება, კომერციული ღირებულების მქონე საკმარისი ეკონომიკური მასშტაბი და ხალხის ნდობა”,- აღნიშნა ჩინეთის ცენტრალური ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლი ლიჰუიმ.

რამდენიმე კვირის წინ ბანკის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ახალი ციფრული ვალუტის საპილოტე ტესტირება რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. მათ შორის ჩენგდუში, რომელიც მომავალ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძილებს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამის სატესტო ვარიანტის გაშვება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ციფრული იუანი წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი