Bakkt-მა ნიუ-იორკის შტატის მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო

0
1243

ნიუ-იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტმა ახალი ლიცენზიის გაცემის შესახებ განაცხადა. ლიცენზია კრიპტო კომპანია Bakkt-მა მიიღო.

ის რიგით 29 კრიპტო კომპანიაა, რომელიც აღნიშნული ლიცენზიის მფლობელია. პირველად ლიცენზია Paxos–ს 2015 წელს მიენიჭა.

ლიცენზია წარმოადგენს ნიუ–იორკის მარეგულირებლის მიერ გაცემულ ნებართვას. ლიცენზიის მიღების შემდეგ Bakkt-ს შესაძლებლობების ახალი და ფართო გზა გაეხსნება.

აღსანიშნავია, რომ ამავე დროს, მარეგულირებელმა გამოიყენა შესაძლებლობა გასული და მიმდინარე შეთავაზებების პროცესში და წარმოადგინა საკუთარი კრიპტო ინიციატივები, რაც გულისხმობს რეალურ დროში კომპანიებისგან მონაცმეების მიღების უფრო მოკლე და ხელსაყრელ გზას.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკის რეგულაციები მეტისმეტად მკაცრია, მანჰეტენის სტატუსი, როგორც ფინანსური ცენტრისა, განაგრძობს თავისი პოზიციების გამყარებას და იზიდავს სხვადასხვა ტიპის ბიზნესს.

თავის მხრივ, ნებისმიერი ახალი ბიზნეს წამოწყება გამოხატავს სურვილს ჩაერთოს და წარადგინოს თავისი პროდუქცია ამ ისტორიულ, აქტიურ და ჯერ კიდევ საკმად პოპულარულ ბაზარზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი