ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციის უზენაესმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით შექმნა პრეცედენტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელეს უარი თქვა 10 000 დოლარის ღირებულების დაკარგული კრიპტოვალუტის მიღებაზე.
პრეცენდენტი, როემლიც შანდონგის პროვინციაში უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოიწვია, დიდი დარტყმა მიაყენა ჩინეთის კრიპტო ბაზარს.
როგორც South China Morning Post-ი იტყობინება, საქმე ეხება იანვარში შეტანილი სარჩელის ხელახალ გადახედვას. მოსარჩელემ დაკარგა 70 000 იუანი, რაც დაახლოებით 10,750 დოლარის ექვივალენტია.
მოსარჩელე ციფრულ ვალუტებს ჯერ კიდევ 2017 წლიდან ყიდულობდა, რაც, თუკი კრიპტოვალუტის ცვალებად და მოულოდნელ ფასების ცვლილებას გავითვალისწინებთ, გარკვეულ ეტაპზე საკმაო მოგების მომტანიც უნდა ყოფილიყო.
მას შემდეგ, რაც ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა 2018 წელს კრიპტოვალუტის მიმართ მკაცრი ზომები მიიღო უკვე არსებული ანგარიშები დაიხურა, რამაც კრიპტოვალუტების დაკარგვა გამოიწვია.
შანდონგის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელის საქმის წინააღმდეგ, რომელიც დაეყრდნო თაღლითობის ბრალდებასა და დაადასტურა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა კანონით დაცული არ არის.