კრიპტოვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1125

ციფრული ვალუტის ბაზარი 21 აპრილის მონაცემებით ოდნავ გაზრდილია.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი დაახლოებით 0,09%-ით გაიზარდა. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის კურსი 41,400 დოლარის ნიშნულის ზემოთ მოექცა.

ამ ეტაპზე კი კრიპტოვალუტის კურსი 41,475 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 39,600-დან 41,500 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ბიტკოინის კურსმა 20 აპრილს უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. რა დროსაც დღის მანძილზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 42,126 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსის ნიშნული 3,076 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასმა დაახლოებით 0,75%-ით დაიკლო.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის, 21 აპრილის დღის პირველი ნახევრის, მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 919 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი