აფრიკის კონტინენტზე მცირე ღირებულების კრიპტო გადარიცხვები 55%-ით გაიზარდა

0
1104

“აფრიკელები სულ უფრო ხშირად იყენებენ კრიპტოვალუტას”,- ნათქვამია Blockchain-ის ანალიტიკური ფირმის Chainalysis–ის ახალ ანგარიშში.

კომპანიის მონაცემები აჩვენებს, რომ ბევრი ადგილობრივი კერძო პირი და ბიზნესი კრიპტოვალუტებს იყენებს ტრადიციული ვალუტის არასტაბილურობის გამო.

აფრიკაში ყოველთვიურად გადარიცხვების რაოდენობამ 600,000-ის ნიშნულს გადააჭარბა. 10,000 დოლარამდე გადარიცხვების საერთო რაოდენობა 55%-ით გაიზარდა ივნისის თვეში და მიაღწია 316 მილიონ დოლარს. ნიგერიას კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა აქვს, ასევე სამხრეთ აფრიკა და კენია ლიდერობენ რეგიონში კრიპტოვალუტის გადარიცხვის ოპერაციების რაოდენობით.

აბოლაჯი ოდუნჯომ, რომელიც მართავს მობილური ტელეფონების საცალო მაღაზიას ლაგოსში, ნიგერიის უდიდეს ქალაქში, დაიწყო ბიტკოინის გამოყენება ჩინელი მომწოდებლებისათვის. აბოლაჯი ოდუნჯო ბიტკოინს ანგარიშსწორებისათვის იყენებს.

მან Reuters-ს განუცხადა, რომ სიჩქარისა და მოხერხებულობისთვის კრიპტოვალუტაში “გადაინაცვლა”. „ბიტკოინმა ხელი შეუწყო ჩემი საქმის დაცვას ვალუტის გაუფასურებისგან და შესაძლებლობა მომცა ამავე დროს გამეფართოვებინა ბიზნესი“.

ოდუნჯომ დაამატა, რომ გადახდის მეთოდი მას ეხმარებოდა მაღალი გადასახადების თავიდან ასაცილებლად.

აღსანიშნავია რომ, ბიტკოინით გადარიცხვება ეხმარება მათ, ვისი ოჯახის წევრები უცხოეთში ცხოვრობენ. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და დიდი ბრიტანეთი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი