Square-ი Afterpay–ს შეიძენს

0
856

ჯეკ დორსის კრიპტოვალუტის ციფრული გადახდების კომპანია Square-ი კონკურენციას გლობალურ საგადამხდელო გიგანტებთან აძლიერებს. მთავარი კონკურენტი კი არის PayPal-ი. აღნიშნულიდან გამომდინარე, Square-ი ავსტრალიის მსხვილ საკრედიტო კომპანიას შეიძენს.

Square-მა განაცხადა, რომ კომპანიამ ხელი მოაწერა სქემის განხორციელების აქტს Afterpay–სთან. გარიგების ოდენობა 29 მილიარდ დოლარს შეადგენს.

შენაძენი საშუალებას აძლევს Square–ს კიდევ უფრო დააჩქაროს საგადახდო ეკოსისტემების სტრატეგიული გეგმები, რადგან კომპანია ეძებს Afterpay–ს ინტეგრირებას გამყიდველისა და Cash App–ის ბიზნეს ერთეულებში, რათა შესაძლებელი გახადოს „იყიდეთ ახლა, გადაიხადეთ მოგვიანებით“ სერვისი.

ამგვარი ტრანზაქციები მომხმარებელს საშუალებას აძლევს გადაიხადოს გადასახადი მცირე ნაწილებში განსაზღვრული დროის განმავლობაში, რაც ამჟამად საკმაო აქტუალობას იძენს გლობალური ფინანსური კომპანიების მიერ, როგორიცაა PayPal-ი, Mastercard-ი, Klarna, Citi და სხვა.

შეგახსენებთ, რომ, ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ Square-ის მობილური გადასახადების კომპანია 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას მზის ენერგიით მოპოვებული ბიტკოინის მაინინგის ბიზნესში დააბანდებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი