კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2043

ამ კვირაში ციფრული ვალუტების ფასები წინა პერიოდთან შედარებით შემცირდა.

ბიტკოინი

ბიტკოინის კურსმა 27 თებერვალს კლება დაიწყო. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული 3.851 დოლარამდე შემცირდა. ბიტკოინის სამიზნე ფასი კვლავ 5.273 დოლარი რჩება.

თუმცა სანამ ბიტკოინი ამ ნიშნულს მიაღწევს კრიპტოვალუტამ 4.255 დოლარის ზღვარი უნდა გადალახოს.

ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზის შემთხვევაში ტრეიდერებმა ვაჭრობა 3.236 დოლარზე უნდა შეწყვიტონ.

თუმცა, თუ ბიტკოინის ფასი 3.900 დოლარზე გამყარებას ვერ შეძლებს მოსალოდნელი დონე 3.355 დოლარი იქნება.

ეთერიუმი

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც შემცირდა. თუმცა ექსპერტების პროგნოზით, ეთერიუმის კურსი კვლავ შეეცდება 145 დოლარის ნიშნულს ასცდეს.

თუ ეთერიუმის ფასი მოახერხებს და 145 დოლარს ასცდება მაშინ მომდევნო სამიზნე კურსი 167 დოლარი იქნება.

თუმცა, მეორე მხრივ, თუკი ანალიტიკოსების ნეგატიური პროგნოზი გამართლდა მოსალოდნელი დონე ჯერ 125 შემდეგ კი 116 დოლარია.

რიპლი

27 თებერვალს რიპლიმ 0.30 დოლარზე მოიპოვა მხარდაჭერა. ფასის ზრდის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კურსმა 0.33 დოლარს მიაღწიოს.

ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანი კი იქნება, როდესაც ციფრული ვალუტის კურსი 0.40 დოლარამდე გაიზრდება.

თუმცა, თუკი ანალიტიკოსების პოზიტიური პროგნოზი არ გამართლდა რიპლის ფასი 0.27 დოლარამდე დაეცემა.

როგორც ექსპერტები ამბობენ ასეთ შემთხვევაში რიპლი 0.25-სა და 0.28 დოლარს შორის იმოძრავებს.

ლაიტკოინი

ლაიტკოინმა მხარდაჭერა 47 დოლარზე მოიპოვა. თუკი კრიპტოვალუტის ფასი გაიზრდება მოსალოდნელი დონე 53 დოლარი იქნება. თუმცა ბოლო პერიოდში მომხდარი ფასის ცვლილებიდან გამომდინარე ზუსტი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

ლაიტკოინის ფასის ზრდასთან ერთად მისი კლებაც მოსალოდნელია. თუ ციფრული ვალუტის კურსი შემცირდა მაშინ მოსალოდნელი დონე 40 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის ზრდის დროს ურჩევენ ვაჭრობას.

ბიტკოინ Cash-ი

ამ ეტაპზე ბიტკოინ Cash-ის კურსი 131 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუ კრიპტოვალუტის ფასი 140 დოლარს მიაღწევს მაშინ მოსალოდნელი სამიზნე კურსი კიდევ უფრო გაიზრდება და ის 160 დოლარი იქნება.

ფასის ზრდასთან ერთად მისი შემცირებაც მოსალოდნელია. თუკი ციფრული ვალუტის კურსი შემცირდება შესაძლოა, ფასი 105 დოლარამდე დაეცეს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 116 დოლარზე შეაჩერონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი