მექსიკელი სენატორი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ კანონპროექტს წერს

0
782

მექსიკელი სენატორი ბიტკოინის კანონიერი გადახდის საშუალებად აღიარებას მოითხოვს.

სალვადორი ციფრული ვალუტის ინდუსტრიის მიმართ კვლავ კეთილგანწყობას ინარჩუნებს. ამის შედეგია ის, რომ მექსიკაში მთავრობის წარმომადგენელი კოლეგებს სალვადორის მიბაძვისკენ მოუწოდებს.

სენატორი ინდირა კემპისი, რომელიც ნუევო ლეონის შტატის წარმომადგენელია, დარწმუნებულია, რომ მექსიკაში კანონიერი გადახდის საშუალებად ბიტკოინი უნდა მიიღონ, რადგან მას შეუძლია გლობალურ ფინანსურ სექტორთან მეტად დაახლოვოს ქვეყანა.

სალვადორის მაგალითზე, სენატორი კემპისი ახლა კრიპტოვალუტის კანონპროექტზე მუშაობს. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ამ კანონპროექტის მთავრობისათვის წარდგენას წლის ბოლოსთვის მოახერხებს.

„ჩემთვის გასაგებია, რომ ფინანსური სექტორი ყველასათვის არაა, მიუხედავად იმისა რომ ის ყველას ცხოვრებაშია. მისი ტრადიციული მეთოდებით მუშაობის მექანიზმები ძალიან ცოტას თუ ესმის და ამ დროს ჩვენს გვაქვს Blockchain ტექნოლოგია, რომლის გამოყენება და მასში ჩართვა ბევრად ხელმისაწვდომია.ეს არის ალტერნატივა, რომლის საშუალებითაც მილიოიბით ადამიანს შეუძლია ფინანსურ სისტემაში იყოს ჩართული”,- განაცხადა სენატორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი