ჩინეთის პოლიციამ თაღლითური კრიპტო სქემა გამოავლინა

0
1270

ჩინეთის პოლიციამ ციფრული ვალუტის არაკანონიერი სქემა გამოამჟღავნა.

ჩინეთის სამართალდამცავმა უწყებამ კრიპტო კომპანიას 4,2 მილიარდი დოლარის აქტივები დაუყადაღა. ამის მიზეზი კი თაღლითური სქემა გახდა.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, 109 პირი არის დაპატიმრებული.

საჯაროდ გამოქვეყნებული სასამართლო ჩანაწერების თანახმად, ჩამორთმეული თანხის ოდენობა სხვადასხვა კრიპტოვალუტაზე ასე გადანაწილდა: 194,775 ბიტკოინი, 833,083 ეთერიუმი, 1,4 მილიონი ლაიტკოინი, 27,6 მილიონი EOS-ი, 74,167 Dash-ი, 487 მილიონი რიპლი, 6 მილიონი Dogecoin-ი, 79 581 ბიტკოინ Cash-ი და 213,724 Tether-ი.

სასამართლოს შუალედური განჩინების თანახმად, ყადაღადადებული კრიპტო აქტივების მოგება გადაეცემა ეროვნულ ხაზინას.

ზუსტი დეტალები, თუ როგორ უნდა იქნეს განხილული და დამუშავებული აქტივები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად არ არის გაწერილი.

PlusToken-მა, რომელმაც პირველად გამოაქვეყნა თავისი “თეთრი ფურცელი” ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში, წარმოდგენილი იყო, როგორც სამხრეთ კორეაში მოქმედი ციფრული ვალუტის ბირჟა და საფულეების პროვაიდერი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი