Gemini: კრიპტოვალუტის შეძენის მაჩვენებელი ბრაზილიასა და ინდოეთში გაზრდილია

0
983

კრიპტოვალუტის ბირჟა Gemini-მ, რომელიც ტყუპმა ძმებმა ტეილორ და ქემერონ უინკლევოსებმა დაარსეს, გამოკითხვა ჩაატარა. გამოიკითხა 30 000 რესპონდენტი ოცზე მეტ ქვეყანაში.

პერიოდი 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლამდე მოიცავდა. გამოკითხვის მიზანი სწრაფად მზარდი კრიპტო ეკოსისტემის რეალური სურათის შექმნა იყო.

აღნიშნული გამოკითხვის შედეგები კომპანიამ თავის „2022 წლის გლობალური კრიპტო მდგომარეობის“ დასკვნაში გამოაქვეყნა.

Gemini-ის დასკვნების მიხედვით, გასულ წელს კრიპტოვალუტების მიღება ინდოეთსა და ბრაზილიაში გაიზარდა. უნდა აღინიშოს, რომ ჰონგ-კონგიც არ ჩამორჩება ამ ქვეყნების ჩამონათვალს.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა კრიპტოვალუტაში ინვესტირების ჩადება სწორედ ამ პერიოდში დაიწყო. ასეთი რესპონდენტების 54% დაფიქსირდა ინდოეთში, 51% კი – ბრაზილიასა და ჰონგ-კონგში.

ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ლათინური ამერიკის ქვეყნების 46% ციფრულ ვალუტას აქტიურად ყიდულობდა. აზიის და წყნარი ოკეანიის ქვეყნებში კი გამოკითხულთა 45%-მა კრიპტოვალუტა გასულ წელს შეიძინა. ევროპაში კი ეს მაჩვენებელი 40%-ია.

ინვესტორების წილის მიხედვით, მსოფლიოში ინდონეზია და ბრაზილია ლიდერობენ. აქ გამოკითხულთა 41% კრიპტოვალუტას ფლობს. შემდეგ მოდის ამერიკა 20%-ით და ავსტრალია 18%-ით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი